1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის მარტში გამგეობისთვის მიუმართავს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორს ხელთუბანში სკოლის შენობის გადაცემის თაობაზე, რაზედაც გამგეობას განუცხადებია, რომ მხოლოდ საზოგადო კრების თანახმად იყო შესაძლებელი ქონების გაცემა. საზოგადო კრების ჩატარების შემდეგ თავად მისულა კანცელარიაში და უკითხავს თავისი თხოვნის პასუხი, რაზედაც უთქვამთ, რომ ქონების გაცემის უფლება საზოგადოებას არ ჰქონდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი