საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23835

ფაქტი 23835

1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა სენაკის მაზრის მცხოვრებმა მოვაჭრე იოსებ ივანეს ძე კომახიძემ, რომ ნისიად გაეგზავნათ მისთვის 10 თუმნის წიგნები. გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა გაერკვია იყო თუ არა ი. კომახიძე სანდო პიროვნება და შემდეგ გაეგზავნათ მისთვის მოთხოვნილი წიგნები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23835; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .