საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23840

ფაქტი 23840

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სოფელ კლდეეთის სკოლის მასწავლებლის ილია ჭავკოტაძის განცხადება, რომ მას შეუდგენია 10 ცალი ცხრილი, რომელიც, მისი აზრით გაადვილებდა კითხვის პროცესის შეთვისებას და თუ გამგეობა თანახმა იქნებოდა თავისი ხარჯებით დაებეჭდა ეს ცხრილები, ის ერთ კომპლექტზე მხოლოდ 25 მანეთს ითხოვდა, თუ არადა ეს ცხრილები 10 სექტემბრამდე უკან უნდა გაეგზავნათ ავტორისათვის. გამგეობამ ცხრილების გადამოწმება დაავალა ლუარსაბ ბოცვაძესა და სერგი გორგაძეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23840; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .