1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა საბურთალოზე მცხოვრებმა პირებმა, რომ სურდათ სკოლის გახსნა, რომლის სახელი და ხელმძღვანელობა უნდა ყოფილიყო საზოგადოებისა, ხოლო დანარჩენს თავად უზრუნველყოფდნენ. გამგეობამ დაადგინა, რომ გახსნილიყო სკოლა საბურთალოზე და ასევე სკოლის ზრუნვის ვალდებულება აეღოთ იქ მცხოვრებლებს. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი