საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23870

ფაქტი 23870

1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ჟურნალ „განათლების“ რედაქტორის თხოვნა, რომ გადაეცათ მისთვის იაკობ გოგებაშვილის მიერ ნაანდერძევი თანხა. გამგეობამ დაადგინა: მიეცათ 30 თუმანი, ხოლო თუ იმ წლის წიგნების შემოსავლიდან იმდენი არ ერგებოდა, იმ შემთხვევაში ჩათვლოდა მომავალი წლის ანგარიშშიც. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23870; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .