საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23882

ფაქტი 23882

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გორის ქალთა სახელოსნოს გამგე ელენე თარხნიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ბიბლიოთეკისთვის გადაეცა 165 მანეთის წიგნები, რომლის საფასურსაც ნაწილ-ნაწილ გადიხდიდნენ. გამგეობამ დაადგინა, მიეწერათ გორის განყოფილებისთვის ელენე თარხნიშვილის თხოვნის შესახებ და ეთხოვათ წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრება ამ ფაქტთან დაკავშირებით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23882; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .