საგაზეთო ინტერვიუში ჰაიდარ ბამატი პოლიტიკურ სიბეცეს უწოდებს იმ გულგრილობას, რასაც საქართველო და აზერბაიჯანი იჩენენ ჩრდილო კავკასიაში განვითარებული პროცესების მიმართ. მისი აზრით, ამიერკავკასიის სახელმწიფოებმა დროზე უნდა დააღწიონ თავი ილუზიას, თითქოს მათ არ შეეხებათ ჩრდილოური რეაქცია.

წყარო: „ვოლნი გორეცი" („ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ"– „თავისუფალი მთიელი'), №6, 1919 წლის 20 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი