საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24616

ფაქტი 24616

1911 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის საფლავის მოწყობის პირველი, 3 500-მანეთიანი პროექტით 2 საფლავის ადგილი იკარგებოდა. გამგეობამ ინჟინერ-ტექნოლოგ პეტრე მამრაძეს მეორე პროექტი შეუკვეთა, რომელსაც დამატებით 2 500 მანეთი სჭირდებოდა, და თავადაზნაურობას მისი დაფინანსება სთხოვა. უარის შემთხვევაში გამგეობას პირველი პროექტი უნდა მიეღო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24616; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .