1924 წლის 21 მაისს კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ბრალდებულმა გრიგოლ ვასილის ძე ქუთელიამ განცხადება გაუგზავნა გამომძიებელ პოლოსოვს, რომელშიც ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას და მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ 1918 წელს ბოლშევიკური აჯანყების წევრებს (საშა გეგეჭკორის ხელმძღვანელობით) დაეხმარა და განთავისუფლებას ითხოვდა.

წყარო: გრიგოლ ვასილის ძე ქუთელიას საქმე | N 25203
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი