1920 წლის 18 მარტს განათლების სამინისტრომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, მიუხედავად იმისა, რომ ერობა წინააღმდეგი იყო ჯავის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად ემუშავა დავით გიკაევსა და მ. სანაყოევს, ისინი იქ მაინც განაგრძობდნენ მუშაობას. ვინაიდან, ასეთი საქციელი სამინისტროს შეუწყნარებლად მიაჩნდა, წინადადება შესთავაზა ჯავის სასწავლებლის გამგეს, რომ ისინი მოქცეულიყვნენ ერობისა და სამინისტროს განკარგულების თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.

წყარო: ოქმი ჯავის სასწავლებელში მშობლიური (ოსური) ენის სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი