საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25056

ფაქტი 25056

1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მაქსიმილიანე ჭავჭავაძეს შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის გადასაცემად ბანკისგან შეიძინა ილია ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე სასახლე და საწისქვილე მამული. ცნობა ამის შესახებ მთავარ გამგეობას მიაწოდა თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო-საადგილმამულო კომისიამ. მთავარმა გამგეობამ სთხოვა საზოგადოების თელავის განყოფილებას ბანკის მამულების გამგე ა. დ. ციციშვილისგან მამულის ჩაბარება, ჩაბარების ოქმის შედგენა და მამულის ინვენტარის სრული აღწერა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25056; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .