საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2519

ფაქტი 2519

1918 წლის 15 ნოემბერს გზათა სამინისტროს უფროსმა ინჟინერმა ა. კანდელაკმა სამინისტროს თანამშრომლებს მოახსენა, რომ საქართველოს რკინიგზის ლიანდაგისა და მისი მიდამოების გენერალ-გუბერნატორის კანცელარიიდან საკანცელარიო ნივთების შესაძენად თანხა მოითხოვეს. სამინისტროში საკმარისი თანხის უქონლობის, საჭირო ნივთების სიძვირისა და კრედიტის დაუფარველობის გამო ისინი გენერალ-გუბერნატორს ვერ დაეხმარებოდნენ. მისი თქმით, გენერალ-გუბერნატორის კანცელარიისთვის ცალკე კრედიტის გახსნა იყო საჭირო. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა ა. კაჭარავამ დაადასტურა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2519; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .