საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2521

ფაქტი 2521

1918 წლის 11 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორი, გენერალ-მაიორი ყარალაშვილი გზათა მინისტრის მოადგილეს ატყობინებდა, რომ გუბერნატორად დანიშვნის პირველი დღიდანვე საჭიროდ ცნო კახეთის გზათა დამცველი რაზმის გაძლიერება მოსამსახურეთა და მცხოვრებთა მშვიდი ცხოვრების უზრუნველყოფისთვის და სთხოვდა შუამავლობას, რათა მინისტრს დროულად დაემტკიცებინა წარდგენილი შტატი. ხელს აწერს ბ. ჩუბინიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2521; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .