საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2537

ფაქტი 2537

1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის დოკუმენტის მიხედვით, უმცროსი ოფიცერი ნიკოლაი ალექსანდრეს ძე ჯამულოვი ჩარიცხეს ბაქოს გუბერნიის ქალაქ შემახის (შამახი) ახლად ფორმირებულ სამხედრო ნაწილში. მისი ჩარიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ამიერკავკასიის შტაბის სამხედრო რაიონის უფროსმა გენერალ-მაიორმა ერმალოვმა და ადიუტანტ-პოდპოლკოვნიკმა ივანოვმა. დასტური გაგზავნეს 19 იანვარს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2537; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .