1886 წლის 1-ლ მარტს მასწავლებელი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობებს, რომ სოფელ ახუთის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოგზავნონ: 8 ეგზეპლარი სახარება (ქართულ ენაზე), ძველი და ახალი აღთქმის შემოკლებული ისტორია (ქართ., რუს.) – 8, ისტორიული მოთხრობები სურათებით – 3, „დედა ენა“ – 12, „ბუნების კარი“ – 11, „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“ (გ. კალანდაძის შედგ.) – 16, „როდნოე სლოვო“, I ნაწ. – 18, II ნაწ. – 7, როსტომაშვილის „არითმეტიკული სავარჯიშოები – 17, „სობრანიე პრიმეროვ“ (ზახაროვის შედგ.) – 19, ევტუშევსკის „ამოცანების კრებული“, ქართული თარგმანი – 14, ხოლო რუსულად – 11, მისივე II ნაწილი – 4, ამასთანავე 25 ღარიბი მოსწავლისთვის – ქართული და რუსული საწერი რვეულები, წერის დედნები, სახატავი რვეულები, ასპიდის დაფები, გრიფილები, კალმები, ფანქრები, სახაზავები და კუბიკური ყუთი.

წყარო: სხვადასხვა სასოფლო სკოლის მასწავლებელთა და მზრუნველთა თხოვნები და მიწერ-მოწერა მათთვის წიგნების გადაგზავნის და სხვა დახმარების აღმოჩენის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი