1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა ახუთის სკოლის მასწავლებელ დიმიტრი ბერულავას მისწერა, რომ მის მიერ პირველ მარტს გაკეთებული მოხსენების (N6) საფუძველზე და გამგეობის 29 აპრილის გადაწყვეტილებით (N31) ეგზავნებოდა შემდეგი წიგნები და სასწავლო ნივთები: 2 ახალი აღთქმა, 2 „ბუნების კარი“, 5 როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“, 3 ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანები“ (ქართულად), 25 ასპიდის დაფა, 25 სახაზავი, 1 კოლოფი გრიფილი და ფანქრები. დანარჩენი ნივთების გაგზავნაზე სკოლას უარი უთხრეს არქონის გამო.

წყარო: სხვადასხვა სასოფლო სკოლის მასწავლებელთა და მზრუნველთა თხოვნები და მიწერ-მოწერა მათთვის წიგნების გადაგზავნის და სხვა დახმარების აღმოჩენის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი