საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25425

ფაქტი 25425

1881 წლის 19 დეკემბერს შილდის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა გიორგი აღნიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 31 იანვარს მიიღო შემდეგი წიგნები: ი. გოგებაშვილის „დედაენა“ – 12 ეგზემპლარი, ახალი აღთქმა ქართულ ენაზე – 1, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, თბილისის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება – 2, „პატარა ბიბლიოთეკა“ – 2, ი. როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 2, ორბელიანის ლექსები – 2, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2, „დარიგება მასწავლებელთა და მშობელთათვის“ – 1, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები – 3, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“– 2, „ლოცვები“ – 3, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ – 3, რ. ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 2, დ. ბაქრაძის „მიტრიდატ დიდი მეფე პონტისა“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ბაგრატ IV“ – 1 ან 2, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“– 1, ა. ორბელიანის „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“ – 1, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონისშვილი“ – 1 , „არსენას ლექსი“ – 1, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, პლ. იოსელიანის „ქართული ღრამატიკა“ – 1, ანთ. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 1, ივანე კერესელიძის ლექსები – 1, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“ – 1, „ხორველის ლექსი“ – 1, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ VI “ – 1, ი. ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1, ი. ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 1, ი. დავითაშვილის ლექსების კრებული „სტვირი“ – 1.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25425; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .