საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25429

ფაქტი 25429

1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა ტრიფონ კაჭარავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა სკოლაში მიღებული წიგნების სია: „ხორველის ლექსი“ – 1, პლ. იოსელიანის „ქართული ენის გრამატიკა“ – 1, ი. გოგებაშვილის „დედა ენა“, ი. დავითაშვილის „სტვირი“ – 1, ივანე როსტომაშვილის „საანგარიშოები“ – 1, დ. ბაქრაძის „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“ – 3, მ. ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებლისათვის“ – 2, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, თბილისის საზოგადოების წესდება – 2, ნ. ბარათაშვილის ლექსები – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ვახტანგ VI“ – 4, „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ – 1, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, „ლოცვანი“ – 2, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 1, „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 1, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 1, ახალი აღთქმა – 1, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“ – 1, „იგავ-არაკნი, გამოკრებულნი სიბრძნე-სიცრუიდგან, გალექსილნი რაფ. ერისთავის მიერ“ – 1, ანთ. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 1, გრ. რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი“ – 1, დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ – 2, ა. ჯუღელის „ამბები სოფლის ცხოვრებიდამ, ყმაწვილთათვის“ – 2, ი. ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 2, დ. ბაქრაძის „საქართველოს მეფე ბაგრატ IV“ – 2, ი. ჭავჭავაძის „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25429; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .