საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25543

ფაქტი 25543

1912 წლის 7 ივლისს ქ. თელავში გამართულ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს თელავის სამკითხველოს წევრთა შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სამკითხველოს თელავის განყოფილებისთვის გადაცემას. ხმათა უმრავლესობით კრებამ გადაწყვიტა უარი ეთქვა სამკითხველოს წევრთათვის, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის შექმნას ითხოვდა. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25543; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .