საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25550

ფაქტი 25550

1912 წლის 7 ივლისს ქ. თელავში გამართულ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს და მცირე კამათის შემდეგ დაამტიცეს 1912 წლის სავარაუდო ხარჯი. კამათი გამოიწვია სკოლაში სწავლის საკითხმა. გამგეობა მთელი წლის განმავლობაში ადევნებდა თვალს სწავლების პროცესს. წლის ბოლოს მან მოსწავლეთა ცოდნის დონეც შეაფასა. კრებამ დაავალა გამგეობას ამ საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებული წერილობითი დასკვნის წარდგენა ყოველი წლის ბოლოსთვის. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25550; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .