საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2556

ფაქტი 2556

1918 წლის 20 თებერვალს საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა თბილისისა და მისი შემოგარენის მთავარ სამხედრო გენერალ-გუბერნატორს მიმართა, რომ იარაღის ტარების ნებართვაზე შუამდგომლობა გაეწიათ შემდეგი პირებისთვის: გზათა მინისტრის მდივან იოსებ ივანეს ძე მაჭავარიანისთვის (ბრაუნინგი N237000), საქმისმწარმოებელ ფეოფან იოსების ძე კობეშავიძისთვის (ბრაუნინგი N335587), გზათა სამინისტროს განყოფილების უფროს ინჟინერ სერგეი ნიკოლაის ძე მორდვინოვისთვის (ბრაუნინგი N208827), რკინიგზის განყოფილების ტექნიკოს ზურაბ პავლეს ძე მეტრეველისა (ბრაუნინგი N6540) და გზათა სამინისტროს საოლქო სამსახურის უფროს ტარას სოლომონის ძე სპრინკველისთვის (ბრაუნინგი N350855). ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2556; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .