საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25604

ფაქტი 25604

1912 წლის 30 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის 1912 წლის მოქმედების ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მომავალში გამგეობას განზრახული ჰქონდა თავისი სკოლისთვის მესამე განყოფილების დამატება, ჭავჭავაძის მამულის მოწესრიგება (თუ თავადაზნაურობა დაეხმარებოდა), ამ მამულში სკოლის ჩადგმა, ბიბლიოთეკის დაარსება, საკვირაო სკოლების გახსნა და სხვ. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალ. ვახვახიშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25604; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .