საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2561

ფაქტი 2561

1918 წლის 3 მარტს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწონა დროებითი წესების პროექტი – დღიური და სამგზავრო ფულის ოდენობის გაზრდის შესახებ, რომელსაც გასცემდა სამოქალაქო უწყება სახელმწიფო მოსამსახურეებზე მივლინებების დროს. დროებით, ცხოვრებისა და გადაადგილების საშუალებათა სიძვირის და გზატკეცილებსა და სასოფლო გზებზე საფოსტო კავშირის არასწორი ფუნქციონირების გამო, შეადგინეს წესები საგზაო და დღიური ფულის შემოღების შესახებ. ხელს აწერენ ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი, კანცელარიის დირექტორი მ. კელარევი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2561; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .