საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25619

ფაქტი 25619

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის წევრები იყვნენ: ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძე, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილისა, ნიკიფორე ევსევის ძე მამინაიშვილი და ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25619; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .