საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25646

ფაქტი 25646

1911 წლის 13 ნოემბერს კავკავის ქართული სკოლის გამგე ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გამგეობის დავალებით გაეცნო ალაგირის ქართული სკოლის მდგომარეობას. მისი მოხსენების მიხედვით, სასურველი იყო დროთა განმავლობაში სკოლა საზოგადოებას გადასცემოდა, ამისთვის ალაგირში საზოგადოების განყოფილება უნდა გახსნილიყო, რომელიც, ფაქტობრივად, კავკავის განყოფილებას დაექვემდებარებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25646; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .