საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25726

ფაქტი 25726

1881 წლის 5 დეკემბერს მასწავლებელმა კალისტრატე გაბიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ ორბელის სკოლამ მიმდინარე წელს ერთხელ მიიღო 10 მანეთის ღირებულების წიგნები და არ დაურიგეს მოსწავლეებს. შემოწირული წიგნები ბიბლიოთეკაში ინახებოდა, ვისაც შეეძლო კითხვა და აზრის გაგება, ის მოსწავლეები წაიღებდნენ და შემდეგ დააბრუნებდნენ დაუზიანებლად. მოსწავლეებს ერთი წიგნის წაკითხვის მერე შეეძლოთ ესარგებლათ სხვა წიგნებითაც სათითაოდ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25726; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .