1909 წლის 14 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, კავკავის განყოფილებას შეატყობინა, რომ, ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის მე-3 მუხლის თანახმად, მთავარი გამგეობა მას სკოლის რევიზიის დროს გამოვლენილ ნაკლოვანებათა გამოსწორებას ავალებდა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი