1881 წლის 1-ლ დეკემბერს ეწრის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1880 წლის იანვარში მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად. გამგეობისგან შემოწირული წიგნები დაურიგდათ მოსწავლეებს დროებით, ხოლო ნივთები მიეცათ საჩუქრად.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი