1913 წლის 20 ოქტომბერს გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ ფეხზე ადგომით პატივი მიაგო სოფიო კულიკოვსკაია-თურქესტანიშვილის ხსოვნას. მან 1000 მანეთი უანდერძა კავკავის ქართულ სკოლას, რომლის დაარსებაშიც თავად მონაწილეობდა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი