1911 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ანგარიშის მიხედვით, დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის სტიპენდია გაუქმდა, ამიტომ კავკავის განყოფილებამ დააარსა მეორე სტიპენდია. ამ სტიპენდიით ქართული სკოლის ყოფილი მოსწავლე დავით ღუდუშაური სარგებლობდა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი