საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26009

ფაქტი 26009

1881 წლის პირველ დეკემბერს სოფელ მუხურის სკოლის მასწავლებელმა სამსონ თვალთვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის უფრო მეტად საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ლოცვები, მცნებები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“ (შედგენილი მარიამის სასახლის ეკლესიის დეკანოზ დ. სოკოლოვის მიერ და რუსულიდან ნათარგმნი გ. დიდებულიძისაგან) − 2 ეგზემპლარი, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი − 9, „დედაენა“ − 14, ასევე ნივთები: 9 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებით, 9 ფანქარი, თითოეულ მოსწავლეზე ათ-ათი ფურცელი საწერი ქაღალდი, სულ 90 ფურცელი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26009; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .