1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – სადიკ-ბეგ ალიევმა და ალექსანდრე გულბათოვმა – საწევრო, 5-5 მანეთი, გადაიხადეს, გრიგოლ ბურდულმა და პავლე გედევანიშვილმა – 10-10, გრიგოლ ბუჩუკურმა – 2, ვლადიმერ ბეჟანაშვილმა – 25, ნანია ბედიანაშვილმა – 1 და ექვთიმე არაბიძემ – 4 მან. 

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი