1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე უმიკაშვილმა სწავლისა და სკოლების გახსნის დამაბრკოლებელ მიზეზად მცირე ზომის სოფლების არსებობა და მათ შორის დიდი მანძილი დაასახელა. მან კრებას შესთავაზა „მოძრავი სკოლების“ შემოღება. გამგეობამ დაადგინა, რომ უმიკაშვილის ინიციატივა ახალი ტიპის სკოლების შემოღების შესახებ ახალ გამგეობას შეემუშავებინა და საერთო კრებისთვის წარმოედგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მორიგი და საგანგებო კრების ოქმები და წლიური ანგარიშები | 1887-1888
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი