1913 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ფილიალის გამგეობა (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) მთავარ გამგეობას ატყობინებს ქართული სკოლის მძიმე ნივთიერ მდგომარეობას და სთხოვს მატერიალური შემწეობის აღმოჩენას, რათა დახურვისგან იხსნან ეს მეტად საჭირო სასწავლებელი.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი