საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26327

ფაქტი 26327

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თელავის განყოფილებამ თავის საზოგადო კრებაზე დაადგინა, მოეხსენებინა თავად-აზნაურთა საკრებულოსთვის ილია ჭავჭავაძის მამულის მდგომარეობის შესახებ და ეთხოვა მატერიალური დახმარება მამულის მოსაწესრიგებლად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26327; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .