საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26328

ფაქტი 26328

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მამულის ეზო, სადაც გაშენებული ყოფილა ბაღი სხვადასხვა ხეხილით არ იყო შემოზღუდული და საქონლის საძოვრად იქცა. თელაველების აზრით, ეზოს შემოზღუდვისთვის საჭირო იყო 160 საჟენის ქვითკირის გალავანი ორი რკინის ალაყაფით (დაახლოებით 1800 მანეთის ღირებულების). დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26328; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .