საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26331

ფაქტი 26331

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მამულის მარანი ნანგრევებად ქცეულა. კედლები დაზიანებული ყოფილა. ნაგებობას არ გააჩნდა სახურავი. ამ ყველაფრის შეკეთება არანაკლებ ასი თუმნისა დაჯდებოდა, თუმცა იმაზეც ღირდა დაფიქრება, რამდენად საჭირო იყო საერთოდ ამ სათავსის დატოვება. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26331; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .