საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26333

ფაქტი 26333

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. განყოფილების აზრით, ყვარელში, სადაც ათას კომლამდე სახლობდა და მხოლოდ ერთი სამონასტრო სკოლა არსებობდა, მეტად მნიშვნელოვანი იყო ახალი სკოლის გახსნა. ამიტომ, ილიას მამულში უნდა დაეარსებინათ მისი სახელობის პირველი დაწყებითი სკოლა. ხუთოთახიანი ნაგებობის ასაშენებლად (ძველი სახლისა და მარნის მასალის გამოყენებით) დაახლოებით 3500 მანეთი იყო საჭირო. თუ სკოლის შენობა იქნებოდა, განყოფილება მოახერხებდა მის შენახვას თავისი ხარჯითა და ადგილობრივი საზოგადოების დახმარებით. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26333; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .