საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26336

ფაქტი 26336

1913 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა 1913 წლის პირველი აგვისტოსთვის 1800 მანეთის გამოგზავნა. ამ თანხის შეტანა იყო საჭირო სტიპენდიატებისთვის სწავლის საფასურის გადასახდელად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26336; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .