საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26529

ფაქტი 26529

1921 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სარაჯიშვილის, ღოღობერიძისა და გოგებაშვილის სასტიპენდიო თანხების მცირე ნაწილი იყო დარჩენილი. გამგეობის გადაწყვეტილებით, სანამ თანხას არ დაამატებდნენ, სტუდენტებისთვის სტიპენდიები არ უნდა დაენიშნათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26529; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .