საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26697

ფაქტი 26697

1911 წლის 15 ნოემბერს ფილიალის გამგეობისთვის წარდგენილ მოხსენებაში ვარლამ ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის დროს კავკავის ქართული სკოლის დარაჯმა – რომან პანასოვმა – ბევრი სასკოლო ნივთი (ხატები, სამზარეულოს მოწყობილობა, სამეურნეო იარაღები, მცენარეები და სხვა) თავის საკუთრებად გამოაცხადა, ხოლო მისი მეუღლე, ქ-ნი გაშა, სასწავლებლის შტემპელით სარგებლობდა და მეგობრებს კონტრამარკებს აძლევდა თეატრში საღამოებსა და წარმოდგენებზე დასასწრებად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26697; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .