საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26729

ფაქტი 26729

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ სარევიზიო კომისიის წევრებს მოახსენა, რომ განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სკოლებში უფრო რთული ვითარება იყო, ვიდრე საზოგადოების მიერ დაარსებულ სკოლებში. დარღვევების მიზეზად მან ქვეყნის მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარება დაასახელა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობდა ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26729; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .