1918 წლის 24 ივლისს სოფელ ვეჯინში შედგა ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დამაარსებელთა კრება, სადაც უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსა და დროებითი გამგეობის არჩევის საკითხი განიხილეს. კრების თავმჯდომარედ გიორგი ივანეს ძე უსეინაშვილი, მდივნად კი კოლა ყალაბეგაშვილი აირჩიეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ვეჯინის განყოფილებასთან | 1918-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი