1909 წელს დაბა ყვირილაში პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძის მოწვევით (ესწრებოდა 30 კაცი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების დამფუძნებელი წინასწარი კრება გაიმართა.

წყარო: მიწერ-მოწერა, მოხსენებები და ანგარიშები საზოგადოების ფოთის განყოფილებასთან განყოფილების მდგომარეობის შესახებ | 1909-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა