1909 წლის 10 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) შოროპნის მაზრაში ახალგორის, ჩხარისა და ყვირილის განყოფილებების გახსნა გადაწყდა. გამგეობის ფუნქციონირების ადგილად კი დაბა ყვირილა განისაზღვრა.

წყარო: მიწერ-მოწერა და მოხსენებები საზოგადოების ყვირილის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფლების საქმიანობის შესახებ | 1909-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა