ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) 1913 წლის შემოსავალი 1311 მანეთსა და 11 კაპიკს შეადგენდა. აქედან 692 მანეთი და 19 კაპიკი საწევრო შენატანი იყო, 172 მანეთი და 84 კაპიკი – დახმარება ყვირილის სამეურნეო ბანკიდან, ხოლო 300 მანეთი – სეირნობების შემოსავალი.

წყარო: მიწერ-მოწერა და მოხსენებები საზოგადოების ყვირილის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფლების საქმიანობის შესახებ | 1909-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა