ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) 1913 წლის გასავალი 1027 მანეთსა და 04 კაპიკს შეადგენდა. აქედან 110 მანეთი ბიბლიოთეკის გამგის ჯამაგირი იყო, 584 მანეთი და 66 თეთრი – თეატრის შესაძენად, გაზეთებისა და წიგნების გამოსაწერად – 164 მანეთი და 56 კაპიკი, განათებისა და სხვადასხვა ხარჯი კი – 167 მანეთი და 82 კაპიკი.

წყარო: მიწერ-მოწერა და მოხსენებები საზოგადოების ყვირილის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფლების საქმიანობის შესახებ | 1909-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა