ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) 1914 წლის გასავალი 1031 მანეთსა და 26 კაპიკს შეადგენდა. აქედან 120 მანეთი ბიბლიოთეკის გამგის ჯამაგირი იყო, 566 მანეთი და 18 თეთრი – თეატრის შესაძენად, გაზეთების, წიგნების და საკანცელარიო ნივთების გამოსაწერად – 122 მანეთი და 13 კაპიკი, გათბობა-განათებისა და სხვადასხვა ხარჯი კი – 160 მანეთი და 93 კაპიკი.

წყარო: მიწერ-მოწერა და მოხსენებები საზოგადოების ყვირილის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფლების საქმიანობის შესახებ | 1909-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა