საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27667

ფაქტი 27667

1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფელ ბობოთის ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის წევრის კონდრატე არჩილის ძე მხეიძის თხოვნა სკოლისთვის ერთდროული და ყოველწლიური დახმარების შესახებ. მან ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნებით და სურათებით დახმარებაც ითხოვა. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათთვის 25 მანეთის წიგნები უნდა გაეგზავნათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27667; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .