საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27901

ფაქტი 27901

1917 წელს სამხედრო კორპუსში გამართულ თათბირზე გიორგი მაზნიაშვილმა განაცხადა, რომ ფრონტებიდან მობრუნებული 16 ეშელონის მხრიდან თბილისზე თავდასხმის თავიდან ასარიდებლად საჭირო იყო: ევგენი გეგეჭკორს ეშელონების გასაფრთხილებლად ორატორ-დელეგატები გაეგზავნა, რათა ეცნობებინათ, რომ მატარებლიდან ჩამოსვლის ნებას არ დართავდნენ და ცეცხლს გაუხსნიდნენ; მახათას მთასა და სოღანლუღის ქედზე გაეგზავნათ თითო ბატარეა, რათა თბილისისკენ მომავალი ეშელონებისთვის ცეცხლი გაეხსნათ. თათბირზე მაზნიაშვილის წინადადება ერთხმად მიიღეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27901; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .